რუსეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 32 ვაგონს ცეცხლი მოეკიდა
რუსეთში, კიროვის რაიონში 89 ვაგონისგან შემდგარი სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის 65 ცისტერნა გაზის კონდენსატორით, ხოლო 24 ნახშირით იყო დატვირთული. ადვილად აალებადი სითხით სავსე 32 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ცეცხლი მოედო. სახიფათო ზონიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიზეზებს სპეციალური კომისია ადგენს.