მეუფე იოანე – ჟურნალისტზე: სველი “საროჩკა” შემოიხია, გადააგდო და ქუჩის მეორე მხარეს ჩხუბი დაიწყო

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი ამბობს, რომ “ფორმულას” ჟურნალისტმა, რატი წვერავამ, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, პერანგი თავად შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბი დაიწყო.

“საოცარია, ეუბნები იმას, რომ აქ ნუ მოხვალ, „არა, მე მინდა, აქ ვიდგე“. არა, ნუ მოხვალ, ეს ზონა შენთვის არ არის. „არა, მე აქ მინდა, მოვედი!“ გაყავთ, რატომ გაგყავართო და წიხლებს ირტყმევინება. ე.ი. უარეს აგრესიას იწვევ კიდევ. ცივ წყალს ასხამენ და ამბობს, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია მიწაზე? „საროჩკა“ სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია, გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი და იძახის, მღვდელი არ დამეხმარაო. როგორ დაგეხმარო, შენთან ერთად ვლანძღო ხალხი? ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებრივი ქცევებისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას”, – აცხადებს მეუფე იოანე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები