“ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში”, “დამნაშავე დააკავე” – მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

“ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში”, “დამნაშავე დააკავე” – ამ ლოზუნგებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტებზე თავდასხმებს აპროტესტებენ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს. დაპირისპირება იყო გუშინაც, მედიის მხარდასაჭერ აქციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები