ადამ კინზინგერი: ვაკვირდები ძალადობას თბილისში, გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვიზიარებ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადავწყვიტე, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ საზოგადოებაზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“, – წერს კინზინგერი.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ორი პარალელური აქცია იმართებოდა. პარლამენტის შენობის წინ „მდუმარე აქციას“ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ. ქაშუეთთან კი – „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილები. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაიყვანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები