კახა კუჭავა: დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და, ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ძალადობა დაუშვებელია.

“მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და, ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია!

ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!”, – წერს კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. “თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები