სენაკში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, წყლის მილი, რომელიც ამწეს აჰქონდა, გადმოვარდა და კაცს დაეცა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.