რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ცდილობს, სასამართლოში პოლიტიკა შეიტანოს და პოლიტიზებულად აქციოს ის პროცესი, რომელიც ჩვენთვის სახელმწიფოებრივია
“ოპოზიცია მუდმივად ფიქრობს და ცდილობს, რომ სასამართლოში პოლიტიკა შეიტანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე.
„ოპოზიცია ცდილობს, რომ სასამართლოში პოლიტიკა შეიტანოს. ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება უფრო პოლიტიზებულად აქციოს ის პროცესი, რომელიც, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის არის სახელმწიფოებრივი, დემოკრატიის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. ცხადია, ჩვენ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ ამ პროცესის წარმართვას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს შეიკრიბება.