“სოცქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა “ფორმულამ” უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა: ევროპულში თუ ატლანტიკურში?” – შალვა პაპუაშვილი
“სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა “ფორმულამ” უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა: ევროპულში თუ ატლანტიკურში?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“კოორდინებული, არაავთენტური ქცევა” – სოციალურ მედიაში საჯარო დისკუსიის მანიპულაციისკენ მიმართული კოორდინებული მოქმედება.
გუშინ ,,ფორმულას,, სოცმედია მენეჯერმა, იგივე მოძრაობა “სირცხვილიას” დამფუძნებელმა, იგივე ფეისბუქ-ჯგუფის “თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოება” ადმინისტრატორმა, შეიცხადა რა “ფორმულას” გვერდზე საკუთარი ქვეყნის წარმატების დამცინავი პოსტის კრიტიკა, მოიხმო მისი “ადმინისტრაციული” რესურსი და ვირტუალური შემოტევა დააორგანიზა.
ალბათ, ბედის ირონიაა, რომ სწორედ გუშინ “ფორმულამ” მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ “დაარსების დღიდან, ,,ფორმულა,, იმ ფასეულობების ერთგულია, რაც შეესაბამება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”
ჰოდა, სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა “ფორმულამ” უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა: ევროპულში თუ ატლანტიკურში?”, – წერს პაპუაშვილი.