“ევროატლანტიკური სივრცე აღარ არის ისეთი მყარი მოცემულობა, რომელიც აქამდე იყო” – შოთა თხელიძე
“ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ ინფორმაციები იყოს სწორი და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, შოთა თხელიძემ განაცხადა.
„ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი არ არის ევროატლანტიკური სივრცის გამყარება, თანამეგობრობის გაძლიერება და ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ევროატლანტიკური სივრცე აღარ არის ისეთი მყარი მოცემულობა, რომელიც აქამდე იყო. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ თუ აშშ-ს ევროპაზე არ აქვს ისეთი გამძაფრებული ინტერესი, როგორიც ჰქონდა, ამ შემთხვევაში კავკასიაზეც მისი ინტერესი კლებულობს.
ჩვენ განვიხილებოდით ევროპასთან ერთად კონტექსტში, რომელიც იყო რუსული საფრთხის დამაბალანსებელი, შემაკავებელი სივრცე გეოპოლიტიკურ რეალიებში. მაგრამ გაცხადებული პოლიტიკაა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა აშშ-ის მხრიდან. თუმცა, საქართველოს აქვს ორი ძირითადი მნიშვნელობა ჯერ კიდევ აშშ-ისთვის ეს არის შუა დერეფნის პროექტით, სადაც შეიძლება ჩინური მხარე შემოვიდეს ამ რეგიონში და აქ შეიძლება, თეთრი სახლი დაინტერესდეს კავკასიის რეგიონით და ასევე, თუ პოტენციურად მოხდა ირანთან მიმართებით ესკალაცია“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.