ზვიად სიჭინავა სამეგრელოში მერობის კანდიდატი იქნება
ზვიად (დომენტი) სიჭინავა სამეგრელოში მერობის პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იქნება.
სიჭინავა 2009-2015 წწ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი სახელი ზუგდიდში ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას უკავშირდება.
2009 წლიდან ის ზუგდიდში სპორტკომპლექს “ბაიას” ამუშავებს, სადაც რამდენიმე საფეხბურთო მოედანი და ბასეინია განთავსებული.
ზვიად სიჭინავას თქმით, მისი მთავარი მიზანი ზუგდიდის ეკონომიკურად ძლიერ ქალაქად გადაქცევაა და მისთვის ისტორიული საგანმანათლებლო ფუნქციის დაბრუნებაა. მას წინასაარჩევნო კომპანია ოფიციალურად ჯერ არ დაუწყია, თუმცა, განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებას ზუგდიდის განვითარების დეტალურ სტრატეგიას გააცნობს. მისი თქმით, აფხაზეთისაკენ გზაც სწორედ ზუგდიდზე გადის. ამიტომ, იაზრებს გადაწყვეტილებით მიღებულ პასუხისმგებლობას და მზად არის, მერობისთვის ღირსეულად იბრძოლოს.