ვლადიმერ ბოჟაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ყველაზე უპრინციპო პოლიტიკური ძალაა, ჯერ ,,გაყალბებულ” და ,,არალეგიტიმურ” პარლამენტში შევიდა და ახლა ,,კუთვნილ” თანამდებობებს ითხოვს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჯერ ,,გაყალბებულ” და ,,არალეგიტიმურ” პარლამენტში შევიდა და ახლა, როგორც ჩანს, მადაზე მოვიდნენ და მათთვის ,,კუთვნილ” თანამდებობებს ითხოვენ” – ამის შესახებ “ფეისბუქში” ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე წერს და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ პარლამენტის კომიტეტების მოადგილეების თანამდებობებზე წარსადგენ დეპუტატების სიას აქვეყნებს.

ბოჟაძე “ნაციონალურ მოძრაობას,, „ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკურ ძალას“ უწოდებს.

,,ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჯერ ,,გაყალბებულ” და ,,არალეგიტიმურ” პარლამენტში შევიდა და ახლა როგორც ჩანს მადაზე მოვიდნენ და მათთვის ,,კუთვნილ” თანამდებობებს ითხოვენ. არადა, მაგათ გაქცეულ პრეზიდენტს და გმირგრაალს რომ ჰკითხოთ, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია და რიგგარეშე არჩევნების ბედი უნდა გადაწყდეს. 14 კომიტეტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდათ?“ – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები