მარინა კალიურანდი: ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან
ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორად დანიშვნას გამოეხმაურა.
„მეამაყება ჩემი წარდგენა და მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან“, – წერს კალიურანდი ,,ტვიტერზე”.
ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები – მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა.
„ჟან მონეს დიალოგი“ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.