ამირან გამყრელიძე: როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე, ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, ეს არც მაშინებს, არც მაკვირვებს

“როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე, ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, ეს არც მაშინებს, არც მაკვირვებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს.

,,მე არც პოლიტიკურ, არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ. უფრო მეტი თანამდებობებიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია, ამიტომ, მე არც მაშინებს ეს, არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, მას თუ ის საქმეები, რომელიც უკეთებია, უკეთ უკეთებია თუ არა როდისმე, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ. თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მათ რჩევას მივიღებ, მაგრამ ჯერჯერობით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე. როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე, მე ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, მაგრამ იმ ხალხის მოწოდებით, ვინც დღეს მხოლოდ, არ მინდა, პოლიტიკაში შევიდე, ვინაიდან მე ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრ ინფორმაციას ვფლობ,” – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები