რატი იონათამიშვილი – მამუკა ხაზარაძეს: უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, თანაბარი პირობების შემთხვევაში შეუძლიათ, ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ

“უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, თანაბარი პირობების შემთხვევაში შეუძლიათ, ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ,,ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.

როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კრიტიკულად მიუღებელია საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ, შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია პრეცედენტების შექმნა.

,,დღეს მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან: “…რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი, რა. გგონიათ, რომ ხალხი ბრმაა, ყრუა…”

სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებდით იყენებს სიძულვილის ენას. ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ.

ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის 3-ე მუხლის (ქცევის წესები) ო. ქვეპუნქტის დარღვევა.

P.S. სიტყვით გამოსვლა გადაიცემა სურდოთარგმანით. ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს,”- წერს რატი იონათამიშვილი.

,,რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი რა, ჰგონიათ, რომ ხალხი ბრმა არის, ყრუ არის და გვეუბნებიან, რომ კანონი თურმე მიღებული გაქვთ თქვენ,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები