ამირან გამყრელიძე: მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას

“მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ მეოთხე ტალღა გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე – წინა სამი ტალღა.

„ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რადგან ამით შეიძლება, გადავავადოთ ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი მეოთხე ტალღა. მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე – წინა სამი ტალღა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები