მეუფე სპირიდონმა მღვდლებს იმ პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა, რომლებიც ლგბტქ შეთანხმებას ხელს მოაწერენ

სხალთელმა მეუფე სპირიდონმა მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა.

როგორც ქადაგებისას მან თქვა, აკრძალვა მის ეპარქიაზე ვრცელდება.

“ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათაც, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და, დიდი სინანულის შემდეგ, უკვე შეიძლება მერე მაგის ზიარება”, – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები