მაია ბითაძე: საქართველო გლობალური მშვიდობისა და ეკონომიკის ინდექსში დაწინაურდა

“ყველა ის რეფორმა, რომელიც ტარდება, არის სწორი”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს მშვიდობისა და ეკონომიკის ინდექსის გაუმჯობესებაზე საუბრისას.

„მიმდინარე კვირას საქართველო გლობალური მშვიდობისა და ეკონომიკის ინდექსში გარემოსდაცვითი მმართველობის, სოციალური მმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით დაწინაურდა. ყველა ის რეფორმა, რომელიც ტარდება, არის სწორი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

2021 წელს „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველო 163 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანა 2.054 ქულით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები