კახა კალაძე:  სამწუხაროდ გვყავს ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, დედაქალაქში სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

„2017 წელს, როცა ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, დედაქალაქში განსახორციელებელი პოლიტიკის 7 ძირითადი მიმართულება გვქონდა გამოყოფილი. ამ მიმართულებით გაიცა დაპირებები კონკრეტული პროექტების სახით. დღეს, უკვე როცა სამ წელზე ცოტა მეტი გავიდა, 2021 წლის ოქტომბერში გვეწურება უფლებამოსილების ვადა, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა, შესაბამისად მე როგორც დედაქალაქის მერი, ვალდებული ვარ თბილისის მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში თუ რისი გაკეთება შევძელით და რა მოვახერხეთ.

ეს უმნიშვნელოვანესი თემაა პირადად ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ესაა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. სახელმწფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუკი თავისი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა, არ იზრუნა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. თუ ხელი არ შეუწყო სოციალური მდგომარეობის გამოსწორებასა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობების შექმნას, ის სახელმწიფო ვერ იქნება. შესაბამისად ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სადაც ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება არის ადამიანებისთვის ხელშესახები. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ გვყავს ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა. ეს მიმართულება მომავალშიც იქნება პრიორიტეტული“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები