ივანე ჩხაიძე: 1000 ადამიანიდან, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია ორს დაემართოს კორონავირუსი, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია

“1000 ადამიანიდან, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორს დაემართოს კორონავირუსი, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია, სახლის პირობებშიც გადაიტანონ.

„ორჯერ აცრილთა სტატისტიკა არსებობს. რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,2%-ს. რაც ნიშნავს, რომ 1000 ადამიანიდან, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორს დაემართოს კორონავირუსი. 1000-დან ორი არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. როგორც წესი, ამ პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც გადაიტანონ. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ. ერთჯერადად ჩატარებული ვაქცინაცია არ იძლევა მნიშვნელოვან დაცვას და მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ არის ორგანიზმი მაქსიმალურად დაცული ინფიცირებისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები