კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 283 თბილისში, 52 იმერეთში, 51 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარაში – 36, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 22, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947 საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 476, აჭარაში – 211, იმერეთში – 387.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 115, აჭარაში – 12, იმერეთში – 12.

589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 – თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები