საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 408 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  358 881-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები