მამუკა მდინარაძე: ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე

ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის დეტალებზე საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე იმსჯელებენ.

„ეს ის საკითხია, რომელზეც პრემიერმა მანამდე ისაუბრა ფრაქციის სხდომაზე და დაგვპირდა, რომ წარმოადგენდა სამოქმედო გეგმას. ჩვენ დღეს გასვლით სხდომაზე, სამუშაო ფორმატში გავივლით დეტალებს. მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავიანთ ხედვას გრძელვადიანი განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. გვექნება დისკუსია. ამის შემდეგ ვნახავთ უკვე პრემიერის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში. ამ გამოსვლის წინ გარკვეულ სამუშაო შეხვედრას ვმართავთ, სადაც ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრებთ. მგონია, რომ ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ილაპარაკოს განვითარების გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები