პესკოვი – აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე: კონსტრუქციული და ამავდროულად ძალიან რთული სამუშაოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო.

მისი განცხადებით, შეხვედრები გაგრძელდება, რადგან ძირითადი საკითხები კვლავ ღიაა.

აშშ-ის შუამავლობით 4-5 თებერვალს გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ძირითადი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, როგორც მედია აღნიშნავს, განხორციელდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი – სამხედრო ტყვეების გაცვლა, რომლის შედეგადაც 314 ადამიანი მხარეებს გადაეცათ.

პესკოვის თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები კონფლიქტის მოგვარების საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას უახლოეს კვირებში გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები