სახალხო დამცველმა თბილისში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და თავშესაფარი და შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა
სახალხო დამცველმა თბილისში მდებარე 2026 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და თავშესაფარი, ასევე შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა, სადაც, მათ შორის, აუტიზმის მქონე პირები იღებენ მომსახურებას.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი გაეცნო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, შეხვდა დაწესებულებების თანამშრომლებს და მათგან სერვისების მიწოდების პროცესში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მოისმინა; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, როგორც მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის სერვისის მიმღებ ბავშვებზე, ასევე შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება. ამასთან, საჭიროა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირებისთვის როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე სერვისების დასანერგად.
მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გააუმჯობესებს და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რაც განსაკუთრებულ როლს შეასრულებს სერვისების მიმღებთა უფლებების დაცვისა და რეალიზების კუთხით.