მაია სანდუ: უკრაინელები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებენ
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი პირადი აზრით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ამ წელს უკრაინელები იმსახურებენ.
სანდუს თქმით, უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას მშვიდობისთვის და მათი მსხვერპლი და მამაცობა აღსანიშნავია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის მორალური და ადამიანური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
მაია სანდუ აღნიშნავს, რომ ნობელის პრემიის მიღების საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ნორვეგიული კომიტეტი იღებს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანდუ ნორვეგიის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ნომინანტად წარადგინა, „დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში შეტანილი აქტიური როლის გამო“, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიისთვის არ ემზადება და არც იბრძვის.