ჩინეთში გოგონამ შეყვარებული მონად გაყიდა და სამოგზაუროდ გაემგზავრა – ბრალდებული დაკავებულია

ჩინეთში 17 წლის გოგონა, ჟოუ, 19 წლის შეყვარებულის გაყიდვაშია ბრალდებული, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, ჰუანგი, გოგონას შეყვარებული, 100 000 იუანად (14 000 დოლარი) გაყიდეს.

ახალგაზრდა მამაკაცმა 4 თვე მონობაში გაატარა, სადაც მას კიბერთაღლითობაში მონაწილეობას აიძულებდნენ. ის პატარა და ბნელ ოთახში იმყოფებოდა. თუკი მოთხოვნებს ვერ შეასრულებდა, სასტიკად სცემდნენ ხოლმე, რამაც მისი სმენის დაქვეითება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, წყვილის ურთიერთობა 2024 წელს დაიწყო და მალევე ჰუანგი ჟოუთან ერთად ბანგკოკში გაემგზავრა, სადაც საზღვარზე შეიარაღებული პირებმა პასპორტი და ტელეფონი წაართვეს, გოგო კი გაუჩინარდა.

მიანმარში ჩინეთის სავაჭრო პალატის დახმარებით, ბიჭი ივნისში ჩინეთში დააბრუნეს, რის სანაცვლოდაც ოჯახმა 48 000 დოლარი გადაიხადა.

ჟოუ ჩინეთში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. მანამდე კი, მედიის ცნობით, ის ტაილანდში ისვენებდა, სადაც თანხის ნაწილი დახარჯა.

სასამართლო პროცესი ახლო მომავალში გაიმართება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი თაღლითობის ფაქტები რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები