თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობაა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან არის ყველანაირი მზაობა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
„საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე პერიოდში სარგებლობენ იმ შესაძლებლობით, რომელიც მათ იტალიაში მიეცათ და ხვდებიან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ პოზიტიურ კონტექსტში ვისაუბროთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, მეორე მხრივ წინ არ გავუსწროთ მოვლენებს დაველოდოთ რა საპასუხო რეაგირება მოჰყვება აშშ-დან ამ უაღრესად კეთილგანწყობილ, დიპლომატიურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.