ყაზბეგში მოხევე პოეტის – თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში“ თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ცენტრის ინფორმაციით, თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად პოეზიის საღამო უკვე მეორედ ჩატარდა და ყოველ წელს, ტრადიციულად, პატივი მიეგება მის ხსოვნას.

საღამოზე მოწვეული იყვნენ ცნობილი პოეტები, მოღვაწეები, თენგო ავსაჯანიშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს პოეტის ცხოვრება და სამშობლოსადმი სიყვარული. კიდევ ერთხელ უკვდავყვეს მისი პოეზია.
ღონისძიებას თენგო ავსაჯანიშვილის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით მუსიკალურად აფორმებდნენ: ცენტრთან არსებული ანსამბლები: ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „კალთა“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“.ღონისძიებას ესწრებოდნენ: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კობა გელაძე, მერის მოადგილეები – კახა ღუდუშაური და გია გუჯარაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, მოადგილე დავით ჩოფიკაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები