მიხეილ სარჯველაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ის რაც თვითონ ამ რეფორმის ჩანაფიქრი იყო, რის გამოც რეფორმა განხორციელდა, ამან შედეგი მოიტანა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე ისაუბრა.

„ამ რეფორმამ ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა. სამართალდარღვევების მასშტაბი გაცილებით მცირეა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. მოხმარება არის კლებად რეჟიმში, დინამიკა – პოზიტიური. ის რაც თვითონ ამ რეფორმის ჩანაფიქრი იყო, რის გამოც რეფორმა განხორციელდა, ამან შედეგი მოიტანა.

დღეს აღარავითარი კომერციული ინტერესი არ განაპირობებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფსიქოტროპული საშუალება იყიდებოდეს, რადგან არცერთ კომერციულ დაწესებულებას დღეს საქართველოში იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების ვაჭრობა იყოს მისი შემოსავლის საგანი.

ამ რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ფასებზე ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ობიექტურად და რეალურად ეს სჭირდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები