ორბანის თქმით, ევროკავშირი ცდილობს უნგრელი ოჯახებისგან კიევის სასარგებლოდ ფული წაიღოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ცდილობს უნგრელი ოჯახებისგან ფულის წართმევას და შემდეგ კიევისკენ გადამისამართებას.

„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენი ოჯახებისგან ფულის წართმევას და კიევში გადამისამართებას. ბრიუსელი ოჯახის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას საღ აზრს ვუწოდებთ“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე ორბანმა უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ ეროვნული პეტიციის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიუსელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს და 800 მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმების თაობაზე განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში უნგრეთის ელჩი დაიბარა და პეტიცია გააპროტესტა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები