კახა კუჭავას თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვა და გათვალისწინება აუცილებელია

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა იცის, რომ ის პოზიტიურია.

მისი თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

„ის, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი, ვინც არ იღებდა მონაწილეობას, ამ ეტაპზე მაინც ჩაერთვნენ. ფაქტია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვა და გათვალისწინება აუცილებელია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა. მე ვიცი, რომ ძალიან პოზიტიური დასკვნა არის, ხოლო თუ ამავე დროს რამე შენიშვნა არის მიცემული, აუცილებელია ესეც გავითვალისწინოთ“, – აცხადებს კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები