მამუკა მდინარაძე ვენეციიდ კომისიის დასკვნაზე: საერთო ჯამში, ის არის პოზიტიური

საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, მაგალითად, მოადგილესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში არ არის რაიმე არსებითი, კრიტიკული შენიშვნა ან რეკომენდაცია, რომელიც კანონმდებლობის შემუშავების მომენტში არსებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„წინასწარ არ მინდა დაანონსება, რას გავითვალისწინებთ და რას არა. პრინციპში, ყველა შენიშვნა არის საყურადღებო, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა. ასევე გაიმართება მსჯელობა, რამდენად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შარლ მიშელის შეთანხმებასთან და შევეცდებით, მაქსიმალური სიზუსტით შარლ მიშელის შეთანხმება შევასრულოთ. აგრეთვე საყურადღებოა იქნება ამ გადაწყვეტის დროს ვენეციის კომისიის თითოეული რეკომენდაციაც. საერთო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ის არის პოზიტიური, რაიმე არსებითი, ძალიან კრიტიკული შენიშვნა, რეკომენდაცია, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელიც იყო კანონმდებლობის შემუშავების მომენტში, ასეთი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები