ანა ნაცვლიშვილი – “არ იქნება სამართლიანი, თუ არ აღვნიშნავ, რომ შსს-მ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა”

„ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისას, კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის განკუთვნილი კითხვის დასმისას განაცხადა: “არ იქნება სამართლიანი, თუ არ აღვნიშნავ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა. მრჩება განცდა, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს სანახევრო რეფორმა იმიტომ, რომ ის შრომა, რასაც თქვენი უწყება დებს, მათ შორის, პოლიციელები, რომლებიც თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად შედიან ძალადობრივ გარემოში, რომ დაიხსნან ქალი და მერე ამ ადამიანის წასაყვანად სახელმწიფოს არ აქვს მობილიზებული სათანადო რესურსი – ანუ მერე სად წავიდეს, ეს ძალადობის მსხვერპლმა არ იცის და უნდა დაბრუნდეს ისევ იმ ძალადობრივ გარემოში. მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები არ ან ვერ უწყობენ ფეხს. დიდხანს ვიყოთ ამ სანახევრო რეფორმის იმედად? ამ უწყებასაც რას ვერჩით, რომელიც ამაში რესურსს დებს? უნდა მივაყოლოთ შემდგომი ნაბიჯები და როდის იქნება ეს ნაბიჯები?”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები