იაგო ხვიჩია: დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოში ფარული მოსმენის მეთოდი არსებობდა

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოში ფარული მოსმენის მეთოდი არსებობდა.

„პროკურატურის ამ განცხადებაში ობიექტურად საინტერესოა ის გარემოება, რომ 2011-2012 წლებში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბატონ ბერა ივანიშვილსა და ბატონ ანზორ ჩუბინიძეს უსმენდნენ, როდესაც გინდა, რომ ადამიანზე კომპრომატი იპოვო, მის ტელეფონს მოუსმინო და მერე ეს გამოიყენო მისი პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის. ეს მეთოდი, რომელიც ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ტრადიციულია, დადასტურდა, კარგი შემთხვევაა. გასაგებია, რომ ეს ყურადსაღები გარემოებაა.
მე შემიძლია, ჩვენს წინააღმდეგაც გითხრათ მსგავსი შემთხვევა. 2018 წელს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის ფესტივალზე პროკურატურამ უკვე „ქართული ოცნების“ პირობებში „გირჩის“ ყველა ლიდერის მიმართ საქმე აღძრა. ჩვენ ეს არ ვიცოდით და წელიწად-ნახევრის მერე თქვეს, რომ თქვენი ტელეფონის მოსმენა ახალა შევწყვიტეთო. გვისმენდნენ მე, ზურა ჯაფარიძეს თუ არ ვცდები და ვახო მეგრელიშვილის მეუღლეს შეცდომით. ეს ტრადიცია, რომელიც საქართველოში თურმე ყოფილა 2011 წელს და უკვე დაადასტურა პროკურატურამ, მის მერეც გაგრძელდა,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები