ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს

“სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაული ტიპური იყო.

„ყველა სახის მონტაჟი და კონპილაცია, რაც კი შეიძლება, შესრულდეს, ამ ჩანაწერში გამოიყენეს, რათა დაინტერესებულ მხარეს შეექმნა ის სასურველი სურათი, რაც იყო მიწოდებული მაყურებლისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია და ჩანაწერში ყველაფერი იყო ტყუილი. გაირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით. წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაულები ტიპური იყო. მოდელირებული ქრონიკები გახსოვთ, რაც მიზანად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს, რაც, ალბათ, განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველას მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები