ალუდა ღუდუშაური: ეს არის მოდელირებული ვერსია, რომლითაც შეეცადნენ, შეექმნათ ცრუ განცდები, თითქოს არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც მსგავს ქმედებებს ჩადიოდნენ

“ეს არის ამოკრებილი, დამახინჯებული, მოდელირებული ვერსია, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას და შეეცადნენ, საზოგადოებაში შეექმნათ ცრუ განცდები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც მსგავს ქმედებებს ჩადიოდნენ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ეს იყო დამონტაჟებული ვერსია.

„როდესაც 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურ ოპონენტსა და მის არასრულწლოვან შვილს უსმენ, ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი შიშის განცდა ჰქონდათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ლიდერებს. ეს არის ამოკრებილი, დამახინჯებული, მოდელირებული ვერსია, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას და შეეცადნენ, საზოგადოებაში შეექმნათ ცრუ განცდები იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც მსგავს ქმედებებს ჩადიოდნენ. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ეს იყო მათი მორიგი მოდელირებული, დამონტაჟებული ვერსია, რომ საზოგადოება მუდმივად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფონ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები