ხატია დეკანოიძე: ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ

 

ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას პოზიცია ურყევია, ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს.

„ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ და არ შევუერთდით ამ შეთანხმებას. რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელოთ. ნიკა მელიას პოზიცია ურყევია, ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები