თინა ბოკუჩავა: „ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.
„ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად ვერ გახდება. მას შემდეგ, რაც ეს შემდგარი ფაქტი იქნება და „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონპროექტს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და აპირებს, იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.