“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი ე.წ. სამხრეთ აფრიკული და 18 ინდური შტამია დადასტურებული, ახალი შტამებით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული”

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი ე.წ. სამხრეთ აფრიკული და 18 ინდური შტამია დადასტურებული, ქვეყანაში ახალი შტამებით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების მაღალი რისკი არსებობს.

„ბოლო პერიოდში ლაბორატორიულად დადასტურდა ერთი სამხრეთ აფრიკული და 18-მდე ინდური შტამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 18 ადამიანს აქვს ეს შტამი. ის, ისევე როგორც სამხრეთ აფრიკული შტამი, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს. ძირითადად, ქვეყანაში ბრიტანული შტამი დომინირებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ეს გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებობს სიტუაციის გაუარესების მაღალი რისკი. ამის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია რამდენიმე ღონისძიების მუდმივად გატარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები