ირაკლი ბერაია: პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფარგლებში უწყებების მოსმენები გაგრძელდება
საოკუპაციო ხაზის, უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მოსმენები ნდობის ჯგუფის ფარგლებში გაგრძლდება. დღევანდელი მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, ასევე, ამ უწყებების ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.