დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

2021 წლის 18-19 ივნისს საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის ქალაქ ანტალიას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში.

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე – სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან.
“ანტალიის დიპლომატიის ფორუმი” მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ანტალიის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ კონტექსტში ხდება იდეების გაცვლა, განიხილება საერთაშორისო გამოწვევები და ისახება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები