საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, სტიქიის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 08:31 საათზე დაფიქსირდა.