ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოში 2020 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენენ, რომელიც 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გააცნობს დეპუტატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

სახალხო დამცველი ფართო საზოგადოების წინაშე ანგარიშით, მომავალ კვირაში პლენარულ სხდომაზე წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები