„ქართული ოცნება“: საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო
საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება“ „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
„შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, რაც ჩაიწერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში:
1. ნატოს კომუნიკე, 2. აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება, 3. რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თაობაზე ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია 4. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
შექება დაიმსახურა საქართველო პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული შუამავლობის გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ნატოს ბრიუსელის ფორუმზე და დასავლელმა პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა გამოხატეს ცხადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“, – აცხადებენ პარტიაში.