ბენ ჰოჯესი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი ბაიდენ-პუტინის შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

მისი თქმით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.

„რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 3-6 თვეში ეცოდინებოდა, რა ტიპის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. დრო მიდის“, – წერს ბენ ჰოჯესი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები