ერდოღანი ევროკავშირს “სტრატეგიული სიბრმავისგან” გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, სიბრმავისგან გათავისუფლდეს და ბლოკის შემადგენლობაში თურქეთი მიიღოს.

ამის შესახებ მან ანტალიაში განაცხადა, “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში თანამშრომლობის პროცესის” ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტის გახსნაზე.

“ჩვენ გვინდა, საბოლოოდ, მივაღწიოთ ევროკავშირისკენ მრავალწლიანი სწრაფვის შედეგს. შეუძლებელია, ევროკავშირი გახდეს მიზიდულობისა და ძალის ცენტრი მასში თურქეთის ყოფნის გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს იმ სიბრმავისგან, რომელშიც ჩავარდა”, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოაწერა, ხოლო 1987 წელს წევრობის განაცხადი შეიტანა. თუმცა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო და უთანხმოების გამო არაერთხელ შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები