21 ივნისს საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება
„21 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომიტეტი სხდომაზე დავით ზალკალიანისგან მოისმენს მოხსენებას როგორც ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, ასევე, მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიზიტების შესახებ.
„როგორც იცით, „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქციამ მინისტრის მოსვლა ითხოვა. რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე გვესტუმრება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.