მიხეილ სააკაშვილი – გიორგი ვაშაძეზე: მოშივდა საბრალოს, ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდი ჩემი ლანძღვაა

მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა.

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა.

იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით, ივანიშვილის საქართველოში…

არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.

იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე გაჭირდება ეგ ამბავი”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: “მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც. ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები