დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაწეული ფასილიტაციის საკითხები, რასაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგი მოჰყვა და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.