თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა და საპარლამენტო საქმიანობაში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში ვიმ ქვეყნების ელჩები შედიან, რომლებსაც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ისრაელის, ნორვეგიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩები.

შეხვედრის მონაწილე ელჩებმა, დადებითად შეაფასეს ახალი, მაღალი დონის ფორმატის შექმნა და თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა გამოხატეს.

მრჩეველთა ჯგუფი კი შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ალან გილანმა ხაზი გაუსვა პარლამენტთან წარმატებულ თანამშრომლობას და მიესალმა ახალი ფორმატის შექმნასა და პარლამენტის მზაობას, განამტკიცოს ინკლუზიურობა და მეტად გაითვალისწინოს ტრადიციულად ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებები.

ამ პროცესს მხარს უჭერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ განხორციელებული და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები